“ჰიუნდაი” და “ზაზა” ნახევარფინალურ სერიებში 2:0 დაწინაურდნენ

“ჰიუნდაი” და “ზაზა” ნახევარფინალურ სერიებში 2:0 დაწინაურდნენ

14-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატში ნახევარფინალური სერიის მორიგი მატჩები გაიმართა.ორივე შეხვედრა იმავე შედეგით დასრულდა, როგორც სერიის პირველი მატჩები. “ზაზას აკადემიამ” “ქუთაისს” მოუგო, ხოლო “ჰიუნდაიმ” “რუსთავი” დაამარცხა და ეს გუნდები სერიაში 2:0 დაწინაურდნენ.

წინა მატჩისგან განსხვავებით, “ზაზას” ქუთაისელების ძლევა გაუჭირდა. მთელი 3 პერიოდი იმერული კლუბი იგებდა, მასპინძლებმა კი ბოლო ათწუთეულში მოახერხეს გადასწრება და დაძაბულ ბრძოლაში 83:79 იმარჯვეს. ნახევარფინალური სერია 3 მოგებამდე გრძელდება, შემდეგ მატჩს კი “ქუთაისი” 22 ივნისს უმასპინძლებს. 

მეორე წყვილში კი 26-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. ჰიუნდაელებმა გუშინ დაძაბულ ბრძოლაში – 80:75 სძლიეს რუსთაველებს, დღეს კი გამარჯვების მოპოვება გაუიოლდათ. თენგო გოგიშვილისა და ნიკა ბოსტოღანაშვილის წინამძღოლობით “ჰიუნდაიმ” 96:70 მოიგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა. მომდევნო მატჩი 20 ივნისს, რუსთავში გაიმართება.