საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროექტი, რომელიც 2 წლის წინ დაიწყო და წარმატებული ახალგაზრდული გუნდების წახალისებას ემსახურება, კვლავ წარმატებით გაგრძელდა.
პროექტის თანახმად “Junior NBA-GBF” ლიგის წარმატებულ გუნდებს ფედერაცია თანადაფინანსებას უწევს, რათა მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის გამოჩენისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცეთ.
გასული სეზონის “Junior NBA-GBF”-ის “ა” ლიგაში საპრიზო სამეული ამ თანმიმდევრობით განაწილდა:
1. თბილისი ბასკეტი
2.ვინგსი
3. ოვერტაიმი
სწორედ ამ გუნდებს ერგოთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან თანადაფინანსება და ხვალ, გამთენიისას სამივე მათგანი ესტონეთის დაბა კაარიკუში გაემგზავრება, სადაც ბალტიის ლიგის ახალი სეზონი იწყება 13-წლამდე მოზარდებს შორის.
ტურნირში მთლიანობაში 8 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც 3 ქართულია. პირველი წრის მატჩები ესტონეთში 29-31 ოქტომბერს გაიმართება. წარმოგიდგენთ სამივე ქართული გუნდის კალენდარს.
მეორე წრის თამაშების კალენდარი პირველის დასრულების შემდეგ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.