14-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის ორი მატჩი შედგა ვაკეში მდებარე საკალათბურთო დარბაზში, სადაც ,,კარდინალმა“ ,,თელავს“ უმასპინძლა და და მეტოქე 119:51 გაანადგურა.
თელაველთა შემადგენლობაში ბექა დანელიშვილი გამოირჩა, რომელმაც 29 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო კარდინალს 24 ქულით ლევან მახარაშვილმა ულიდერა. ორმაგი დუბლი შეასრულა ნიკა ლოლიშვილმა, რომლის ანგარიშზეც 11 ქულა და ამდენივე მოხსნაა. ,,გორისა“ და ,,ბათუმის“ დაპირისპირება ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქეს 87:63 სძლია. ბათუმელებმა თავიადანვე მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა, რომელიც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და მორიგი მოგება გაიფორმეს.
,,ზღვისპირელებს“ 31 ქულით დავით აფხაზავამ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა მოთამაშემ შეასრულა. ლევან ბაბილოძემ 24 ქულა და12 მოხსნა დააგროვა, ალეკო ფევაძემ – 19 ქულა და 15 მოხსნა, ხოლო ომარ თურმანიძემ – 11 ქულა და ამდენივე მოხსნა.,, გორის“ მხრიდან ორმაგი დუბლი ნიკა დარბაიძემ (22ქ.18მ), დავით პავლიაშვილმა(16ქ.11მ) და გიორგი ტიელიძემ (12ქ.28მ) მიითვალეს.