კლუბი “ვინგსი 1” თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

კლუბი “ვინგსი 1” თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა საკალათბურთო კლუბი “ვინგსი 1”. ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა მე-3 ადგილისთვის მატჩში “იბერი 1” 66:47 დაამარცხა და დედაქალაქის საუკეთესო 3 გუნდში მოხვდა. ვინგსელებმა პირველი პერიოდი 9:18 წააგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის ვითარება კი გამოასწორეს, მაგრამ 5 ქულას მაინც აგებდნენ. მესამე პერიოდში გარდატეხა მოხდა. ბურჯანაძის გუნდმა აღნიშნული 10-წუთეული 22:10 მოიგო, 7 ქულით დაწინაურდა და უპირატესობა თამაშის ბოლომდე აღარ დაუთმია.

გამარჯვებულებს 29 ქულით ანდრია მდინარაძემ ულიდერა. 10 ქულა ჰქონდა გიორგი ქურდიანს. მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელზეც ბრინჯაოს მედლებითა და სიგელებით “ვინგსის” წევრები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა – ვლადიმერ ძიძიგურმა და გამგეობის წევრმა – დავით ლომიძემ დააჯილდოვეს.