მე-3 ადგილის მფლობელი „ორბი“ გახდა

მე-3 ადგილის მფლობელი „ორბი“ გახდა

საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის მე-3 ადგილის მფლობელია საკალათბურთო კლუბი „ორბი“ გახდა. ზვიად დიდბარიძისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილმა გუნდმა მე-3 ადგილისითვის მატჩში „ბათუმი“ დაამარცხა.

„ორბმა“ ლიდერობა თავიდანვე მოიპოვა და მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველი მეოთხედის შემდეგ გადაწყვიტა. საწყისი 10-წუთეული „ორბის“ კალათბურთელებმა 27:6 (!) მოიგეს და ბრინჯაოს მედლების მოსაგებად მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთეს.

„ბათუმი“ ცდილობდა, მაგრამ დარჩენილ 3 პერიოდში მეტოქეს 12 ქულაზე ახლოს ვერ მიუახლოვდა. საბოლოოდ „ორბმა“ 81:65 იმარჯვა და ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა.

გამარჯვებულებს 33 ქულით გიორგი ბიჭიაშვილმა ულიდერა. 20 ქულა დააგროვა გიორგი ნიკოლაიშვილმა. ბათუმელთაგან 26 ქულით დაასრულა შეხვედრა სანდრო კეშელავამ. მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. „ორბის“ მოთამაშეებსა და მწვრთნელებს მედლები და შესაბამისი სიგელები გადასცეს კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად კოტრიკაძემ და ვეტერანმა კალათბურთელმა კახა ნუცუბიძემ.

რაც შეეხება ჩემპიონს, შესაძლოა, ხვალ პირველი ადგილის მფლობელიც გამოვლინდეს. „აკადემია“ ფინალურ სერიას 1:0 უგებს „ჰიუნდაის“ და თუკი გაიმარჯვებს, ჩემპიონი გახდება. “აკადემიის”დამარცხების შემთხვევაში, საუკეთესო გუნდის ვინაობას მესამე, გადამწყვეტი მატჩი გაარკვევს.

მე-3 ადგილისთვის

ორბი – ბათუმი 81:65

27:6, 19:17, 13:17, 22:25

ორბი: გ. ბიჭიაშვილი (33), ნ. ნიკოლაიშვილი (20)

ბათუმი: ს. კეშელავა (26), ს. თებიძე (12)