მილოშ გლიგორიევიჩის საქმიანი შეხვედრა დაბალი ასაკობრივი გუნდების მწვრთნელებთან

მილოშ გლიგორიევიჩის საქმიანი შეხვედრა დაბალი ასაკობრივი გუნდების მწვრთნელებთან

დაბალ ასაკობრივ ჩემპიონატებში განსხვავებული საკალათბურთო წესები მოქმედებს. მოზარდების განვითარების და დახვეწის მიზნით 14-წლამდე და დაბალ ასაკობრივ ტურნირებში დაუშვებელია ზონური პრესინგი, ზონური დაცვა და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი, სტანდარტული კალათბურთისგან ეს განსხვავებები ხშირად გამხადარა დავის საგანი, რის გამოც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მსაჯთა სერბმა ინსტრუქტორმა, დრაგან ნეშკოვიჩმა გადაწყვიტა, დამწყები მსაჯებისა და მწვრთნელების შეხვედრა მოეწყო, რომლებსაც აღნიშნულ ასაკში მოქმედ სპეციფიურ წესებს სერბი სპეციალისტი, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ეროვნულში ილიას ზუროსის ასისტენტი, მილოშ გლიგორიევიჩი აუხსნიდა.

შეხვედრა დღეს, 8 მარტს, ოლიმპიურ სასახლეში შედგა. სერბმა მწვრთნელმა ვიდეო-მაგალითების დახმარებით დეტალურად ახსნა სათამაშო წესებში არსებული ყველა ის შეზღუდვები, რაც დაბალ ასაკობრივ საკალათბურთო ჩემპიონატებში მოქმედებს. შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციული გამოდგა. ლექციის შემდეგ როგორც მწვრთნელებმა, ასევე მსაჯებმაც დასვეს კითხვები, რომლებზეც კომპეტენტური პასუხები მიიღეს. 

 

~