ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია

ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია

14-წლამდელთა მეოთხედფინალურ შეხვედრებში ერთმანეთს ,,აკადემია” – ,,ბათუმი” , ,,ორბი” – ,,ლომები”, ,,ავერსი” – ,,ქუთაისი” და ,,რუსთავი” – ,,ჰიუნდაი” დაუპირისპირდნენ.

,,აკადემიამ” შინ ,,ბათუმი” მიიღო და საკუთარ მოედანზე მეტოქეს 64:41 სძლია. მასპინძელთაგან 18 ქულით გიორგი ცირეკიძე გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი ვილი ისიანმა შეასრულა, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა და 22 მოხსნაა. ბათუმელთაგან კი 13 ქულა თორნიკე იაკობაძემ მოაგროვა.

,,ორბი – ლომების” შეხვედრა ,,ორბის” იოლი მოგებით დასრულდა – 62:33. ორბის გუნდს ორმაგი დუბლით 20 ქულითა და 13 მოხსნით ვასო მჭედლიშვილმა ულიდერა, ხოლო ,,ლომების” რიგებში 9-9 ქულა ბექა ბექაურისა და თემურ ზედგენიძის ანგარიშზეა.

დაძაბული გამოდგა ,,ავერსისა” და ,,ქუთაისის’ დაპირისპირება, რომელიც საბოლოოდ ავერსელთა მოგებით, ანგარიშით 66:60 დასრულდა. გამარჯვებულებს 34 ქულით დავით ლომიძემ ულიდერა, ხოლო ქუთაისელთაგან 27 ქულით საუკეთესო ვიტალი ცქიფურიშვილი გახლდათ. ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი ვადაჭკორიამ – 13 ქულა და 14 მოხსნა.

,,რუსთავმა” უმასპინძლა ,,ჰიუნდაის ” და მეტოქე იოლად – 76:32 დაამარცხა. მოგებულთაგან 18 ქულით გიგი გოგობერიშვილი გამოირჩა, ხოლო ,,ჰიუნდაის” რიგებში 19 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი ლევან ბეროშვილის ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალური შეხვედრები ერთ მოგებამდეა და შესაბამისად ნახევარფინალის საგზური ,,აკადემიამ”, ,,ორბმა”, ,,ავერსმა” და ,,რუსთავმა” მოიპოვეს.

ნახევარფინალურ სერიაში, რომელიც 2 მოგებამდე გაგრძელდება ერთმანეთს ,,ორბი” – ,,აკადემია” და ,,ავერსი” – ,,რუსთავი” დაუპირისპირდებიან.

,,ორბისა” და ,,აკადემიის” ნახევრაფინალური სერიის მატჩები 29-30 ივნისს გაიმართება, ხოლო ,,ავერსი” – ,,რუსთავი” ფინალური საგზურისთვის ერთმანეთს

4-5 ივლისს დაუპირისპირდებიან.