,,ორბი” 14-წლამდელთა ჩემპიონია

,,ორბი” 14-წლამდელთა ჩემპიონია

ვაკეში მდებარე ,,აკადემიის“ დარბაზში 14-წლამდელთა ფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი გაიმართა.

შეხვედრა ძალიან საინტერესო და ემოციური გახლდათ. ,,აკადემიის“ დარბაზი ,,ორბისა“ და ,,რუსთავის“ გულშემატკივრებით გაივსო, რომლებიც თავიაანთ საყვარელ გუნდებს აქტიურად ქომაგობდნენ.

თამაში მასპინძელთა უპარატესობით წარიმართა და მიუხედავად რუსთაველთა ღირსეული წინააღმდეგობისა მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 70:62 დასრულდა. ,,ორბმა“ ,,რუსთავთან“ ფინალურ სერიაში 2:1 იმარჯვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მოგებულთა რიგებში საუკეთესო ლევან გოგალაძე გახლდათ, რომელმაც 21 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. ,,რუსთავის“ მხრიდან 21 ქულა გიგი გოგობერიშვილის ანგარიშზეა, ხოლო 19 ქულა გიორგი ტურძელაძემ მოაგროვა.