ორბმა და ავერსმა სტუმრად იმარჯვეს

ორბმა და ავერსმა სტუმრად იმარჯვეს

7და 9 ივნისს 14-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური გაიმართა. 7 ივნისს ,,ქუთაისმა” ,,ორბს” უმაპინძლა

და მეტოქესთან მარცხი განიცადა – 56:65. ქუთაისელთაგან საუკეთესო ვიტალი ცქიფურიშვილი გახლდათ, რომელმაც 18 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ,,ორბის” შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ვასო მჭედლიშვილმა(22ქ.14მ) და ბილი ალიევმა(12ქ.10მ)შეასრულეს, სამმაგი დუბლი კი ლევან გოგალაძემ მიითვალა, რომელმაც 17 ქულა, 11 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

9 ივნისს გამართული ,,ბათუმისა” და ,,ავერსის” შეხვედრა ავერსელთა მოგებით დასრულდა – 61:68. ზღვისპირელებს 14-14 ქულა აკაკი დიასამიძემ და თორნიკე იაკობაძემ შესძინეს, ავერსელთა რიგებში კი საუკეთესო 21 ქულით დათო ლომიძე გახლდათ.