ფინალისტების ვინაობა გაირკვა

ფინალისტების ვინაობა გაირკვა

14-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის განმეორებით შეხვედრებში ერთმანეთს ,,აკადემია” – ,,ორბი” და ,,რუსთავი” – ,,ავერსი” დაუპირისპირდნენ.

,,ორბმა” ,, აკადემია” ანგარიშით 77:57 დაამარცხა, სერიაში 2:0 იმარჯვა და ფინალური საგზური მოიპოვა. მოგებულებს 28 ქულით ლევან გოგალაძემ ულიდერა, ხოლო 18 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი თენგო სხირტლაძემ მიითვალა. ,,აკადემიის” რიგებში საუკეთესო 25 ქულით გიორგი ცირეკიძე იყო, ხოლო ორმაგი დუბლი ვილი ისიანის ანგარიშზეა – 16 ქულა და 17 მოხსნა.

ნახევარფინალური სერიის მეორე წყვილში ,,რუსთავმა” ,,ავერსს” უმასპინძლა და საკუთარ მოედანზე მეტოქეს 62:53 სძლია. რუსთველთაგან საუკეთესო 28 ქულით გიგი გოგობერიშვილი გახლდათ, ხოლო 15 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი თორნიკე ალავერდაშვილმა შეასრულა.

,,ავერსის” რიგებში გამოირჩა ლუკა მწარიაშვილი, რომელმაც 16 ქულა, 11 მოხსნა მოაგროვა და ორმაგი დუბლი მიითვალა.

რუსთაველებმა სერიაში 2:0 იმარჯვეს და ფინალური საგზური მოიპოვეს, სადაც ,,ორბს დაუპირისპირდებიან”.