ფინალურ სერიაში ორბი დაწინაურდა, ავერსელებმა ბრინჯაო დაისაკუთრეს

ფინალურ სერიაში ორბი დაწინაურდა, ავერსელებმა ბრინჯაო დაისაკუთრეს

ვაკეში მდებარე აკადემიის დარბაზში 14-წლამდელთა ჩემპონატში ორი ძალიან დაძაული და საინტერესო მატჩი გაიმართა: დღის პირველ შეხვედრაში მესამე ადგილითვის ერთმანეთს ,,აკადემია” და ,,ავერსი” დაუპირისპირდნენ, სადაც საბოლოოდ ავერსელებმა 71:62 იმარჯვეს და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

თავდაპირველად შეხვედრა აკადემიელთა უპირატესობით წარიმართა, მესამე მეოთხედში კი ავერსელებმა წინ გაქცევა მოახერხეს – 41:40. ამის შემდეგ შეხვედრა გუნდების გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მეოთხე მეოთხედის მიწურულს ,,ავერსმა” პრაქტიკულად მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და მესამე ადგილი დაიკავა.

აკადემილეთაგან საუკეთესო გიორგი ცირეკიძე გახლდათ, რომელმეც 28 ქულა მიითვალა, ხოლო 20 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი ვილი ისიანის ანგარიშზეა.

რაც შეეხება გამარჯვებულ გუნდს, ავერსელებს 22 ქულით გიორგი ჭაჭიამ ულიდერა, 20 ქულა მიითვალა დავით ლომიძემ, ხოლო ორმაგი დუბლი ნოდარ სანაიამ შეასრულა – 13 ქულა და 17 მოხსნა.

მას შემდეგ რაც მესამე ადგილოსანი გუნდის ვინაობა გაირკვა, ფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართა ,,ორბსა” და ,,რუსთავს” შორის, სადაც მასპინძლებმა დამაჯერებელად იმარჯვეს.

,,ორბი” მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა უპარატესობას. რომელიც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა, შეხვედრაში დიდი სხვაობით – 62:46 იმარჯვა და ფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა.

მოგებულთაგან საუკეთესო ლევან ფაღავა იყო, რომლემაც 16 ქულა მიითვალა, ხოლო 14 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი ვასო მჭედლიშვილმა შეასრულა.

,,რუსთავის” რიგებში გიგი გოგობერიშვილი გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 14 ქულა შესძინა.

შეგახსენებთ, რომ ფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება და საპასუხო მატჩს რუსთაველები საკუთარ მოედანზე გამართავენ.