თბილისის სპორტის სასახლემ 14-წლამდელთა პლეიაუტის მატჩებს უმასპინძლა. ,,ჰიუნდაისა” და ,,რუსთავის” შეხვედრა რუსთაველთა გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც მეტოქეს 64:51 სძლიეს. რუსთავის გუნდმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, რაც მთელი თამაშის განმავლობაში შეინარჩუნა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. ,,ქვემოქართლელებს” 18 ქულით გუგა პატაშურმა ულიდერა, რომელსაც ერთადერთი ქულით ნიკა აბაიშვილი ჩამორჩა (17ქულა). ,,ჰიუნდაის” რიგებში კი საუკეთესო თირნიკე აბულაძე იყო, რომელმაც 28 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. პლეიაუტის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს დინამოსა და ავერსის გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც დინამოელებმა მეტოქე დიდი სხვაობით, 79:59 დააამრცხეს და იოლი მოგება გაიფორმეს. გამარჯვებულებს 15 ქულა ლუკა მაჭავარიანმა შესძინა, ხოლო ,,ავერსის” მხრიდან 16-16 ქულა ვატო თუთაშვილისა და გიორგი ჯაშის ანგარიშზეა. ამ უკანასკნელმა საკუთარ აქტივში 11 მოხნაც ჩაიწერა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
მაშ, ასე 5-6 ადგილებისთვის დინამოსა და რუსთავის გუნდები იბრძოლებენ, ხოლო 7-8 ადგილებისთვის ერთმანეთს ,,ჰიუნდაი” და ,,ავერსი” დაუპირისპირდებიან.