ქართველი 14-წლამდელების მარცხი ევროპის ლიგის მატჩებში

ქართველი 14-წლამდელების მარცხი ევროპის ლიგის მატჩებში

ევროპის ლიგის მესამე წრის მოგებით დაწყების შემდეგ, მომდევნო მატჩი წააგო საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა და “ჰიუნდაიმაც”. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილი ნაკრები ესტონურ “აუდენტესთან” 39:54 დამარცხდა, ჰიუნდაელები კი რუსულ “ცენტრალნაიას” ვერ გაუმკლავდნენ და შეხვედრა 37:47 დათმეს. 

საქართველოს ნაკრებში 17 ქულით ნიკოლოზ გულიაშვილი გამოირჩა, თუმცა მას თანაგუნდელებმა სათანადოდ ვერ აუბეს მხარი. ესტონელები უფრო გუნდურად თამაშობდნენ და გამარჯვებაც მათ დარჩათ. საქართველოს ნაკრები მესამე წრის მორიგ მატჩებს 31 მარტს – “ცენტრალნაიასთან” და “სიენასთან” გამართავს.