“ქუთაისი” საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

“ქუთაისი” საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა საკალათბურთო გუნდი “ქუთაისი”. გიორგი პირტახიას, საბა სვანიძისა და შოთა ჯავახიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შინაურ არენაზე ანგარიშით 85:62 დაამარცხა “რუსთავი” და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.

ქუთაისელებმა 10 ქულით – 22:12 მოიგეს პირველი პერიოდი, რის სემდეგაც რუსთაველებმა თამაში გამოასწორეს, მაგრამ მხოლოდ იმდენად, მასპინძლების გაქცევა რომ შეეკავებინათ. მეორე ათწუთეული “ქუთაისმა” 24:21 მოიგო და დიდი შესვენებისთვის 46:23 იგებდა. მეორე ნახევარში სტუმრებმა ვერაფერი შეცვალეს. “ქუთაისმა” გააგრძელა შედეგიანი თამაში და ბოლო პერიოდის წინ უპირატესობა 19 ქულამდე გაზარდა.

მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. ქუთაისელებმა საბოლოოდ 23 ქულით – 85:62 გაიმარჯვეს და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.