საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპეციალური პროგრამის ფარგლებში ბალტიის ლიგის მეორე წრეში საასპარეზოდ ლატვიაში იმყოფებოდა ირინა მელქაძისა და ია გოგლიჩიძის გაწვრთნილი “ქუთაისიც”. ქუთაისელებმა ბალტიის ლიგაში სამონაწილეოდ თანადაფინანსება ფედერაციისგან იმ შედეგისთვის მოიპოვეს, რომელიც გასული სეზონის Junior NBA-GBF ლიგაში აჩვენეს, როცა მეორე ადგილი დაიკავეს.
იმერულმა კლუბმა ბალტიის ლიგის პირველი წრე გასულ ოქტომბერში ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც 5-დან 4 მატჩი მოიგო. ამჯერად, რიგაში გამართულ მეორე წრეში ქუთაისელებმა გამართული 5 შეხვედრიდან 3 მოიგეს.
ქუთაისი 2007 – ჟორი (პოლონეთი) 34:45 (სტატისტიკა)
ტამპერე (ფინეთი) – ქუთაისი 2007 27:68 (სტატისტიკა)
ქუთაისი 2007 – პლუნგე (ლიეტუვა) 52:45 (სტატისტიკა)
მაჟეიკაი (ლიეტუვა) – ქუთაისი 2007 65:47 (სტატისტიკა)
ქუთაისი 2007 – VKM (ლიეტუვა) 59:53 (სტატისტიკა)
10 მატჩიდან 7 მოგებით “ქუთაისი 2007” B ჯგუფში მე-4 ადგილზეა.