რუსთავი ბრინჯაოს მედლების მფლობელია

რუსთავი ბრინჯაოს მედლების მფლობელია

მე-3 ადგილის მფლობელი „რუსთავი“ გახდა. გურამ რეხვიაშვილისა და ირაკლი მებურიშვილის გაწვრთნილმა რუსთაველებმა ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში თბილისის „კარდინალები“ 73:54 დაამარცხეს.

ქვემოქართლელებმა პირველი მეოთხედი 20:13 მოიგეს და რაც დრო გადიოდა, უპირატესობას მეთოდურად ზრდიდნენ. დიდი შესვენებისთვის რუსთაველები უკვე 10 ქულით იგებდნენ, ხოლო გადამწყვეტი პერიოდის წინ 18 ქულის სხვაობით გალიდერდნენ.
საბოლოდ მატჩი ისე ჩამთავრდა, თამაში არ დაძაბულა. რუსთველებმა დამსახურებულად მოიგეს მატჩი და სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულეს. გამარჯვებულებს ვატო გაფრინდაშვილმა (22 ქულა, 16 მოხსნა) და საბა საბიაშვილმა (20 ქულა, 19 მოხსნა) ულიდერეს, ხოლო კარდინალებში 16 ქულითა და 17 მოხსნით საუკეთესო ნიკა მანჯიკაშვილი გახლდათ.
თბილისის კარდინალები – რუსთავი 54:73