“საქართველო 2005”-მა კიდევ 2 მატჩი მოიგო და ევროპის ახალგაზრდული ლიგის ლიდერებშია

“საქართველო 2005”-მა კიდევ 2 მატჩი მოიგო და ევროპის ახალგაზრდული ლიგის ლიდერებშია

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პროექტით ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში მონაწილე გუნდმა “საქართველო 2005”-მა, რომელიც ქართულ კლუბებში მოასპარეზე პერსპექტიული მოთამაშებისგანაა დაკომპლექტებული, მორიგი გამარჯვებბი მოიპოვა. ლიტვის ქალაქ პლუნგეში მიმდინარე მეორე წრის მეორე სათამაშო დღეს ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა 2 შეხვედრა გამართა და ორივეში იმარჯვა და ახლა 4-დან 4 მოგებით მეორე წრის ლიდერია.

პირველ მატჩში ქართველებმა ლიტვური “სნეიქსი” 90:41 გაანადგურეს. ექვსმა ქართველმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე მეტი – 16 ქულა ლევან ძინძიბაძემ მოაგროვა. ბადრი გელაშვილის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა, ხოლო ლუკა ალავიძემ 12 ქულა მიითვალა.

მეორე მატჩში “საქართველო 2005”-მა ადგილობრივი “პლუნგე” დაძაბულ ბრძოლაში – 76:74 დაამარცხა. ქართველთაგან 20-20 ქულით საუკეთესოები ლევან ძინძიბაძე და თენგო გოგიშვილი იყვნენ. 9 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა ბაქარ ბერეკაშვილმა.

“საქართველო 2005”-ს 2 წრის საერთო ჩათვლაში 8 მოგება და 1 მარცხი აქვს და მხოლოდ წაუგებელ მოსკოვის ცსკა-ს ჩამორჩება. მეორე წრის ბოლო მატჩს ქართველები დღეს, მოსკოვის “დინამოსთან” გამართავენ და საქართველოში დაბრუუნდებიან.

საქართველო 2005 – სნეიქსი (ლიტვა)
სტატისტიკა: 90:41

პლუნგე (ლიტვა) – საქართველო 2005
სტატისტიკა: 74:76