საქართველოს ნაკრებმა და ჰიუნდაიმ ევროპის ლიგა გამარჯვებით დაიწყეს

საქართველოს ნაკრებმა და ჰიუნდაიმ ევროპის ლიგა გამარჯვებით დაიწყეს

საქართველოს 14-წლამდელთ ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში საასპარეზოდ ლატვიაში გაემგზავრა. ქალაქი რიგა ევროპის ლიგის მესამე წრეს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც ქართვე;ლი კალათურთელები 5 მატჩს გამართავენ. 

ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ევროპის ლიგის გასული 2 წრის 10 მატჩიდან 4 მოიგეს და 6 წააგეს. რიგაში ქართველები 5 მატჩს გამართავენ, რომელთაგან პირველი შეხვედრა უკვე დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა სანკტ-პეტერბურგის “ადმირალტეისკაიას” 51:46 მოუგო. რუსული გუნდი საკმაოდ ძლიერია, რომელსაც წინა 10 მატჩიდან 6 ჰქონდა მოგებული, თუმცა ბრძოლისა და გააზრებული თამაშის წყალობით ქართველებმა რუსები 5 ქულის სხვაობით დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებში 12 ქულით და 9 მოხსნით ლევან ტურაშვილი გამოირჩა. 8-8 ქულა მოაგროვა სამმა კალათბურთლმა – დაჩი გრზელიძემ, ნიკოლოზ გულიაშვილმა და გიორგი ჭიჭინაძემ. 

საქართველოს ნაკრები ლატვიაში ამ 12 მოთამაშით გაემგზავრა:
საბა გურეშიძე, ლევან ტურაშვილი, ანდრია ცერცვაძე, დაჩი გრძელიძე, გუგა ნაცვლიშვილი, ლერი ბოკუჩავა, ნიკოლოზ გულიაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, კოკა კაკულია, გიორგი სულაბერიძე, ლუკა კუჭუხიძე და გიორგი ჭიჭინაძე

რიგაშია და ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-3 წრეში ასპარეზობს ქართული კლუბი “ჰიუნდაი”. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ლუგაში აქამდე გამართულ 10 მატჩში 3 მოიგო, დღს კი მე-3 წრე გამარჯვებით გახსნა. ჰიუნდაელებმა იტალიური “სიენა” 56:33 გაანადგურეს. 14 ქულით ნიკოლოზ თოთლაძე გამოირჩა, ხოლო 10-10 ქულა ლუკა ლურსმანაშვილმა და ალექსანდრე ანდღულაძემ დააგროვეს.

საქართველოს ნაკრებსა და “ჰიუნდაის” მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშიათ. ქართველების დაპირისპირება რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში შედგება (იხილეთ წარმოდგენილი კალენდარი).

ადმირალსკაია – საქართველო 46:51

 სიენა – ჰიუნდაი 33:56

ჰიუნდაი – ცენტრალნაია: http://www.fibalivestats.com/u/EYBL/844768/