“საქართველო 2004” ჩეხეთშია და დღეიდან ევროპის ლიგის მე-4 წრეში ჩაებმება

“საქართველო 2004” ჩეხეთშია და დღეიდან ევროპის ლიგის მე-4 წრეში ჩაებმება

2004 წელს დაბადებულთა გუნდი, რომელიც ქართული კლუბების პერსპექტიული მოთამაშეებისგან არის შემდგარი, ჩეხეთში გაემგზავრა, სადაც ქალაქ ოსტრავაში დღეიდან ევროპის U15 ლიგის მესამე წრე დაიწყება. “საქართველო 2004”-მა პირველი წრე გასული წლის 25-28 ოქტომბერს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ითამაშა და 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, ხოლო ლატვიის დედაქალაქ რიგაში 17-20 იანვარს გამართულ მეორე წრეში 5-დან 4-ჯერ იმარჯვა და მოგებ-წაგებათა თანაბარი ბალანსით (5-5) 16-გუნდიან ლიგაში მე-9 ადგილზეა.

შესაბამისად, მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილ გუნდს მაქსიმალური შედეგის ჩვენება მართებს და შესაძლოა, იმ 4 გუნდს შორის მოხვდეს, რომელიც პლეი ოფში გავა.

# Team G W L P PTS/OPTS +/- PPG/OPPG
1. D2 – BC Zalgiris 10 10 0 20 638/433 205 63.8/43.3
2. B4 – DSN / SPORTA BODE 10 8 2 18 596/471 125 59.6/47.1
3. A3 – SKM-EMSI 10 8 2 18 589/442 147 58.9/44.2
4. A4 – Ukraine 2004 10 7 3 17 616/507 109 61.6/50.7
5. A1 – SKM Capital Lions 10 6 4 16 526/491 35 52.6/49.1
6. C2 – MBA 10 6 4 16 533/537 -4 53.3/53.7
7. D4 – Alytus SRC 10 6 4 16 573/593 -20 57.3/59.3
8. C1 – BS CSKA 10 5 5 15 599/558 41 59.9/55.8
9. D1 – Georgia 10 5 5 15 554/545 9 55.4/54.5
10. D3 – SC Audentes 10 5 5 15 548/565 -17 54.8/56.5
11. C4 – BC Olimpiec 10 4 6 14 450/512 -62 45.0/51.2
12. C3 – TTU BS 10 3 7 13 573/679 -106 57.3/67.9
13. A2 – BK SNAKES 10 3 7 13 512/558 -46 51.2/55.8
14. B1 – BS Riga 10 2 8 12 449/593 -144 44.9/59.3
15. B3 – A.Kraukla/VEF 10 2 8 12 488/581 -93 48.8/58.1
16. B2 – Valmiera BSS 10 0 10 10 419/598 -179 41.9/59.8

 

“საქართველოს 2004” მესამე წრის ფარგლებშიც 5 მატჩს გამართავს: 

უკრაინა 2004 – საქართველო 2004 – 22 მარტი, 12:20
საქართველო 2004 – SKM (ლიტვა) – 22 მარტი, 16:20
სნეიქსი (ჩეხეთი) – საქართველო 2004 – 23 მარტი, 14:00
საქართველო 2004 – ლაიონსი (ლიტვა) – 23 მარტი, 18:00
საქართველო 2004 – ჟალგირისი (ლიტვა) – 24 მარტი, 10:30
(მითითებულია თბილისის დროები)

ტურაშვილის გუნდი “საქართველო 2004) ჩეხეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

საბა მიქავა (ორბი), გიორგი სულაბერიძე, ცოტნე ვაშაყმაძე (ყველა ქუთაისი), სერგი ნინუა, ლუკა კუჭუხიძე, საბა ფარღალავა, გიორგი მესხი (ყველა ზაზას აკადემია), ლევან ტურაშვილი, ანდრია ცერცვაძე, დაჩი გრძელიძე (ყველა რუსთავი), ნიკოლოზ გულიაშვილი, კოკა კაკულია, ჯორჯ-ნიკოლოზ ტაბატაძე (დინამო) 

მატჩების ლაივ-სტატისტიკას თვალს მიადევნებთ შემდეგ ბმულზე: 

http://www.eybl.lv/new/b_u15_d1_team.php?team_id=4612181&season_id=101789#mbt:103-200$t&0=1

მატჩების პირდაპირ ვიდეო-რეპორტაჟები გადმოიცემა შემდეგ ბმულზე:

https://www.tvcom.cz/Den/?d=2019-03-22