2005 წელს დაბადებულთა გუნდი, რომელიც ქართული კლუბების პერსპექტიული მოთამაშეებისგან არის შემდგარი, ლატვიაში გაემგზავრა, სადაც ქალაქ ვენტსპილსში დღეს ევროპის ლიგის მესამე წრე დაიწყება. “საქართველო 2005”-მა პირველი წრე გასული წლის ნოემბრის ბოლოს ლატვიის ქალაქ ვალმიერაში ითამაშა და 5 მატჩიდან 4 მოიგო, ხოლო ლიტვის ქალაქ პლუნგეში გამართულ მეორე წრეში ანალოგიური შედეგი აჩვენა.
შესაბამისად, ირაკლი მაისურაძისა და ნოდარ ქორქიას გაწვრთნილ გუნდს 8 მოგება და 2 მარცხი აქვს, ცხრილში მე-4 ადგილასაა და თუკი მე-3 წრის შემდეგაც ეს პოიცია შეინარჩუნა, პლეი ოფში გავა.
“საქართველოს 2005” მესამე წრის ფარგლებშიც 5 მატჩს გამართავს:
საქართველო 2005 – ჟალგიისი (ლიტვა) – 22 მარტი, 12:00
მუკსი (პოლონეთი) – საქართველო 2005 – 22 მარტი, 17:30
საქართველო 2005 – რუნა (რუსეთი) – 23 მარტი, 11:00
სპარსი (ლატვია) – საქართველო 2005 – 23 მარტი, 15:30
საქართველო 2005 – ვალმიერა (ლატვია) – 24 მარტი, 12:00
(მითითეულია თბილისის დროები)
საქართველო 2005 ლატვიაში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
ლუკა ალავიძე, ლუკა ლომთათიძე, გიორგი ბერუაშვილი, სანდრო ფირცხალავა, ბაქარ ბერეკაშვილი, ბადრი გელაშვილი, შოთა მაჭავარიანი, ლევან ძინძიბაძე, ანრი ბელთაძე, ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი, დავით ბეგალაშვილი, ლუკა გორგოძე
მატჩეის ლაივ-სტატისტიკას თვალს მიადევნებთ შემდეგ ბმულზე:
http://www.eybl.lv/new/b_u14_g1_scheduler.php#mbt:103-303$f&team=4677147