საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროექტის შესაბამისად შექმნილი 2005 წელს დაბადებულთა გუნდი ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში ჩაება. ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა “საქართველო 2005”-მა 25 იანვარს ორი მატჩი გამართა.
ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე წრეს ლიტვის ქალაქი პლუნგე მასპინძლობს. ქართულმა გუნდმა საწყისი ორივე შეხვედრა მოიგო. პირველ მატჩში “საქართველო 2005” ვილნიუსის SMK-ს შეხვდა და 76:42 დაამარცხა. ქართველთაგან 21 ქულით ლევან ძინძიბაძე გამოირჩა. 18 ქულა დააგროვა თენგო გოგიშვილმა, 12- სანდრო ფირცხალავამ, ხოლო ლუკა ალავიძის ანგარიშზე 10 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.
მეორე მატჩში “საქართველო 2005”-მა გერმანული “როსტოკი” 73:26 გაანადგურა. ქართველთაგან 16 ქულით ბომბარდირი ლუკა ალავიძე გახდა. 12 ქულა დააგროვა თენგო გოგიშვილმა, ხოლო ლევან ძინძიბაძემ შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.
ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი 26 იანვარს კიდევ 2 შეხვედრას გამართავს: თბილისის დროით 13:40 საათზე ლიტვურ “სნეიქსს” შეხვდება, ხოლო 19:00-ზე ადგილობრივ “პლუნგეს” დაუპირისპირდება. “საქართველო 2005” ევროპის ლიგის მეორე წრეს 27 იანვარსმოსკოვის “დინამოსთან” მატჩით დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველ წრეში, რომელიც ლატვიის ქალაქ ვალმიერაში გასული წლის 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით გაიმართა, “საქართველო 2005”-მა 5 მატჩიდან 4 მოიგო და სადღეისოდ 6 მოგებითა და 1 მარცხით 16-გუნდიან ლიგაში მოსკოვის ცსკა-ს შემდეგ მეორე ადგილზეა.
საქართველო 2005 – SMK (ლიტვა)
სტატისტიკა: 76:42
როსტოკი – საქართველო 2005
სტატისტიკა: 26:73