საქართველოს 14-წლამდელთა კლუბებისგან დაკომპლექტებული გუნდი “საქართველო 2008” ესტონეთში გაემგზავრა, სადაც ევროპის ახალგაზრდულ საკალათბურთო ლიგაში იასპარეზებს. აღნიშნული ტურნირი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და დღემდე ჩვენმა გუნდმა 2 წრე და ჯამში 10 შეხვედრა გამართა, რომელთაგან 6 მოიგო და 4-ში დამარცხდა. ახლა კი მესამე წრისა და გადამწყვეტი 5 მატჩის ჩატარების დროა, რის შემდეგაც უნდა გაირკვეს, გავა თუ არა “საქართველო 2008” პლეი ოფში. ამროსი ორმოცაძისა და მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი ამ მომენტისთვის მე-5 ადგილზეა.
“საქართველო 2008” ტალინში 5 მატჩს შემდეგ გუნდებთან და ამ თარიღებში გამართავს:
ვეფ (ლატვია) – საქართველო 2008 – 11 თებერვალი, 13:30
საქართველო 2008 – tartu (ეტონეთი) – 11 თებერვალი, 18:00
DSN (ლატვია) – საქართველო 2008 – 12 თებერვალი, 11:00
საქართველო 2008 – BS რიგა (ლატვია) – 12 თებერვალი , 17:00
ტტუ (ესტონეთი) – 13 თებერვალი, 14:00
(მითითებულია თბილისის დროები)
საქართველო 2008-ის შემადგენლობა:
ანდრია გაბუნია, ნიკოლოზ გიგინეიშვილი, ბაჩო ბლიაძე, საბა ჟღენტი, გიორგი მუშკუდიანი, ნიკოლოზ კორძაძე, ნიკოლოზი ქურასბედიანი, დემეტრე ალიმბარაშვილი, დიანისი გრიგორიანი, შიო ნარიმანიძე, ლუკა ბებია (C), დავით ჭუაძე, ლუკა ლოლაძე, სანდრო ლოლაძე
ჩვენი გუნდი ტალინში 12 კალათბურთელით გაემგზავრა, სადაც ბელგიიდან ტყუპი ძმები – ლუკა და სანდრო ლოლაძეები შეუერთდნენ. ტყუპები ბელგიაში ცხოვრობენ და კალათბურთელები არიან. მათი გამოცდა ჩვენი გუნდის მწვრთნელებმა გადაწყვიტეს და მომავალ მატჩებში სანდროს და ლუკას თავის გამოჩენის შანსი მიეცემათ.