“საქართველო 2008”-მ ევროპის ლიგის 5-მატჩიანი ტალინური ტური 4 მოგებით დაასრულა

“საქართველო 2008”-მ ევროპის ლიგის 5-მატჩიანი ტალინური ტური 4 მოგებით დაასრულა

მილოშ გლიგორიევიჩისა და ამროსი ორმოცაძის გაწვრთნილმა 14-წლამდელებმა ევროპის ლიგაზე რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩიც მოიგეს და ესტონეთის დედაქალაქიდან 4 მოგებითა და 1 მარცხით ბრუნდებიან. შეგახსენებთ, რომ ტალინში ევროპის ახალგაზრდული ლიგის დასკვნითი, მე-3 წრე მიმდინარეობდა, რომლის ეგიდით იქ შეკრებილმა ყველა მონაწილემ 5-5 მატჩი გამართა. ჩვენმა გუნდმა, რომელიც 14-წლამდელთა ქართული კლუბებისგან არის დაკომპლექტებული, 4 შეხვედრა მოიგო, 1 კი დათმო.

მე-3 წრისა და რეგულარულის ბოლო მატჩში “საქართველო 2008” ესტონურ ტტუ-ს შეხვდა და 81:39 (სტატისტიკა) გაანადგურა. ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს. სანდრო ლოლაძემ 14 ქულა მიითვალა, ლუკა ბებიამ – 12, დემეტრე ალიმბარაშვილმა – 11, ხოლო ლუკა ლოლაძემ და დიანისი გრიგორიანმა თავი 10-10 ქულას მოუყარეს. 

დასკვნითი მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ტალინური ტურის გამარჯვებული გახდა ლატვიური DSN, რომელმაც ხუთივე მატჩი მოიგო. მეორე ადგილი 4 გამარჯვებით “საქართველო 2008”-მ დაიკავა, რისთვისაც შესაბამისი თასი დაიმსახურა. ტალინური ტურის სიმბოლურ ხუთეულში ერთი ქართველი შევიდა – დემეტრე ალიმბარაშვილი მოხვდა, ხოლო გუნდის MVP-ის ტიტული ნიკოლოზ ქურასბედიანს ერგო.

ევროპის ახალგაზრდული ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში “საქართველო 2008”-მ ჯამში 15 მატჩი გამართა, საიდანაც 10 მოიგო. სხვა მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა, გავა თუ არა ჩვენი გუნდი პლეი ოფში და იბრძოლებს თუ არა საპრიზო ადგილებისთვის.

საქართველო 2008-ის შემადგენლობა:

ანდრია გაბუნია, ნიკოლოზ გიგინეიშვილი, ბაჩო ბლიაძე, საბა ჟღენტი, გიორგი მუშკუდიანი, ნიკოლოზ კორძაძე, ნიკოლოზ ქურასბედიანი, დემეტრე ალიმბარაშვილი, დიანისი გრიგორიანი, შიო ნარიმანიძე, ლუკა ბებია (C), დავით ჭუაძე, ლუკა ლოლაძე, სანდრო ლოლაძე

მწვრთნელები: ამროსი ორმოცაძე, მილოშ გლიგორიევიჩი
მენეჯერი: შალვა ონიანი
ექიმი: თორნიკე გოგიჩაიშვილი

დემეტრე ალიმბარაშვილი და ნიკოლოზ ქურასბედიანი