რამდენიმე დღეში საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატები დაიწყება. 20 იანვარს სტარტს 18-წლამდელთა ჩემპიონატი აიღებს, რომელსაც 16 და 14-წლამდელთა ჩემპიონატები მოჰყვება. მიმდინარე სეზონის ასაკობრივი პირველობები წინანდელისგან განსხვავებული ფორმატით გაიმართება.
სამივე ტურნირის გათამაშების ფორმატი ერთნაირი იქნება. რეგულარულ ჩემპიონატში გუნდები 2 ჯგუფში განაწილდება, ხოლო პლეი ოფში თითო ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებს. საპლეიოფო სერიები 3 მოგებამდე იქნება ყველა სტადიაზე – მერვედფინალში, ნახევარფინალში და ფინალში. მე-3 ადგილისთვის მატჩები სამივე ასაკობრივ ჩემპიონატში ტრადიციულად ერთ მოგებამდე იქნება.
პლეი ოფში ვერგასული გუნდები ეგრედ წოდებულ პლეი აუტს ითამაშებენ ჩემპიონატში ადგილების გასანაწილებლად.
საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობას 14 გუნდი მიიღებს, რომლებიც 2 ჯგუფში შემდეგნაირად განაწილდნენ:
ჯგუფებში ჩატარდება 2 წრე – შინ და გასვლითი პრინციპით, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფიდან 4 საუკეთესო პლეი ოფში გავა. მეოთხედფინალში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. პლეი ოფის ყოველ სტადიაზე სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება, ხოლო მე-3 ადგილი 1 მატჩით გათამაშედება.
ჩვენს ვებ-გვერდზე ამიერიდან შეგეძლებათ 14-წლამდელთა გვერდზე (http://gbf.ge/league/u14) ჩემპიონატის კალენდარი, თამაშების შედეგები და მიმდინარე ცხრილი ოპერატიულად იხილოთ. რეგულარული ჩემპიონატის კალენდარი, რომელსაც ბოლო რამდენიმე ტური აკლია და მალე დაინიშნება, შეგიძლიათ წარმოდგენილ ბმულზე იხილოთ:
http://gbf.ge/league/u14/schedule