საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირში 14 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ერთ ჯგუფში იქნებიან თავმოყრილნი და რეგულარულ ჩემპიონატში 2 წრედ – შინ და სტუმრად ითამაშებენ.
14 გუნდიდან 6 რეგიონისაა – რუსთავი, ქუთაისი, გორი, აჭარის ნაკრები, ფოთი და სოხუმი. დანარჩენი 8 გუნდი კი დედაქალაქს წარმოადგენს. ესენი არიან: ჰიუნდაი 1, ჰიუნდაი 2, აკადემია, აქსე-ვინგზი, დინამო, იბერი, ზაზა 1 და ზაზა 2. დედაქალაქის გუნდებმა საქართველოს ჩემპიონტში ასპარეზობის უფლება გასულ შემოდგომაზე გამართულ თბილისის ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობით მიიღეს.
გათამაშების სისტემის თანახმად, 14 გუნდი 2 წრედ ითამაშებს, რის შემდეგაც საუკეთესო 8 პლეი ოფში გავა. მეოთხედფინალში სერია იქნება ერთ მოგებამდე, ხოლო ნახევარფინალში და ფინალში გამარჯვებული 2 მოგების შედეგად გამოვლინდება. მოედნის უპირატესობა ექნება იმ გუნდს, რომელიც რეგულარულ ჩემპიონატში უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს.
გაგაცნობთ დღემდე ჩატარებული მატჩების შედეგებს:
17 იანვარი
ჰიუნდაი 1 – აჭარის ნაკრები 93:59
ზაზა 1 – ზაზა 2 70:37
ვინგზი – ფოთი 48:65
18 იანვარი
ჰიუნდაი 2 – აჭარის ნაკრები 71:95
აკადემია – ჰიუნდაი 1 71:91
ვინგზი – ქუთაისი 30:70
დინამო – გორი 112:59
ზაზა 2 – სოხუმი 55:61
20 იანვარი
იბერი – სოხუმი 55:58 დ.დ
დინამო – რუსთავი 64:71
აკადემია – გორი 100:36