თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში პლეი ოფის მონაწილეები გამოვლინდნენ. აღნიშნული ტურნირი თბილისის კალათბურთის ორგანიზებითა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია იმ 8 გუნდის გამოვლენა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის საგზურებს მოიპოვებენ.
საკვალიფიკაციო ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან დღეს დასრულებული ჯგუფური ეტაპის შედეგად 8 საუკეთესო (2-2 თითო ჯგუფიდან) პლეი ოფში გავიდა. სწორედ ამ გუნდებმა გაინაღდეს საქართველოს ჩემპიონატზე ასპარეზობა, რომელიც 20 იანვრიდან დაიწყება, ხოლო ხვალიდან ისინი საკვალიფიკაციო ტურნირის მოსაგებად პლეი ოფიდან გააგრძელებენ ბრძოლას. რაც შეეხებათ ჯგუფიდან ვერგასულ გუნდებს, ისინი თბილისის ღია ჩემპიონატში იასპარეზებენ, რომელიც ასევე იანვარში დაიწყება და თბილისის გუნდებთან ერთად სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებიც დაემატებიან.
წარმოგიდგენთ ჯგუფური ეტაპის ყველა შედეგს, სატურნირო ვითარებას და პლეი ოფში დაწყვილებულ გუნდებს.