2 დასანანი მარცხი განიცადა საქართელოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ მოლდოვურ “ადმირალსთან” წააგო 49:52, ხოლო დღეს მოსკოვის ცსკა-სთან დრამატული, ოროვერტაიმიანი მატჩი – 71:74 დათმო.
ორივე მატჩში ჩვენი ბიჭები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, თუმცა გადამწყვეტ ეპიზოდში არ გაუმართლათ. “ადმირალსთან” ჩვენს ნაკრებში ლევან ტურაშვილი გამოირჩა, რომელმაც 19 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 11 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა შეხვედრა გიორგი ჭიჭინაძემ. აღსანიშნავია, რომ მოლდოვური გუნდი 6 მოთამაშით იყო, თუმცა შეხვედრის მოგება მაინც მოახერხა.
მოსკოვის ცსკა-სთან მატჩის ვერც ძირითადმა და ვერც დამატებითმა პერიოდმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მეორე ოვერტაიმში კი არმიულმა კლუბმა 3 ქულის სხვაობით იმარჯვა. კუსულ კლუბთან 15-15 ქულით დაჩი გრძელიძე და გიორგი ჭიჭინაძე გამოირჩნენ. შეუჩერებელი იყო მოსკოველთა ტანმაღალი ცენტრი დამირ ჩიგლიკოვი, რომელმაც შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა და 24 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა.
სამწუხაროდ, ჩვენს ნაკრებს მინსკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე წრეში გამარჯვება არ აქვს. მეორე წრის ბოლო – მე-5 მატჩს საქართველოს ნაკრები დღეს, ბელარუსულ “ცმოკი-მინსკთან” გამართავს.