საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები წარმატებით ჩაერთო ევროპის ლიგის გათამაშების მე-3 წრეში. როგორც გაცნობეთ, ევროტურნირის დასკვნით ეტაპს ლატვისს დედაქალაქი რიგა მასპინძლობს, სადაც ჩვენი გუნდი 5 მატჩს გამართავს. პირველი მეტოქე გახლდათ პოლონური “როსა პიოტკოვკა”. საქართელოს ნაკრებმა მეტოქეს დიდი უპირატესობით – 66:21 სძლია.
ჩვენს ნაკრებში 12-ივე კალათბურთლმა ითამაშა, რომლებსაც მწვრთნელებმა – ალექსი ჯაფარიძემ და დიმიტრიო ჯაკობოვმა დრო მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაუნაწილეს. 10 ქულით ბომბარდირი გახდა ელგუჯა ხვედელიძე, 8-8 ქულა გიორგი მოსიაშვილმა და გიორგი ფურცხვანიძემ დააგროვეს, ხოლო სამმა კალათბურთელმა – ნუგზარ ბოჭორიშვილმა, ლუკა ხუციშვილმა და გიორგი გუგუციძემ 7-7 ქულა მიითვალეს. ლუკა ლიკლიკაძემ კი შეხვედრა 6 ქულა – 3 პასით დაასრულა.
ჩვენი ნაკრები დღეს მეორე მატჩს თბილისის დროით 16:20 საათზე გამართავს. ქართველების მეტოქე იქნება ადგილობრივი გუნდი “იუგლა”.
საქართველო – როსა პიოტკოვკა (პოლონეთი)
სტატისტიკა: 66:21
ელგუჯა ხვედელიძე