3 მოგების შემდეგ, ევროპის ლიგის მესამე წრეში პირველი მარცხი განიცადა საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა. ალექსი ჯაფარიძისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა პრინციპულ მეტოქესთან დასანანი მარცხი იწვნია. ლატვიურ DSN-ს საერთო ჩათვლაში საქართველოს ნაკრების დარად 8 მოგება და 5 მარცხი ჰქონდა და ამ მატჩის მოგება ორივე ნაკრებს დიდ ბიძგს მისცემდა ოთხთა ფინალში გასასვლელ გზაზე.
სწორედ ამ პრინციპულ მატჩში იწვნიეს მარცხი მანამდე 3 მატჩის იოლად მომგებმა ქართველებმა. ჩვენმა გუნდმა პირველი ნახევარი 20:18 მოიგო, თუმცა მესამე პერიოდში ჩავარდნა ჰქონდა – 7:17 წააგო და ვითარება ბოლო მეოთხედში ვეღარ გამოასწორა. საბოლოოდ მატჩი ლატვიელთა გამარჯვებით – 48:41 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებში 10-10 ქულით საუკეთესონი იყვნენ ლუკა ხუციშვილი და გუჯა ხვედელიძე. ამ უკანასკნელმა 14 მოხსნაც მიითვალა და საბოლოოდ ორმაგი დუბლი გაიფორმა. 8 ქულით და 7 მოხსნით გამოირჩა შაკო ჭეიშვილი.
საქართველოს ნაკრები მესამე წრის ბოლო, მე-5 მატჩს 18 მარტს დილის საათებში ნორვეგიულ “ოსლოსთან” გამართავს და თბილისში გამოემგზავრება. ამ წაგების შემდეგ, ოთხთა ფინალში გასვლის პერსპექტივა ჩვენი ნაკრებისთვის ბუნდოვანი გახდა (იხილეთ სატურნირო მდგომარეობა).
DSN (ლატვია) – საქართველო U15
სტატისტიკა: 48:41