შავი ზღვის თასის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ზაზას აკადემია გახდა

შავი ზღვის თასის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ზაზას აკადემია გახდა

შავი ზღვის თასის ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა საკალათურთო კლუბი “ზაზა”. ჟოლივეტ ტუჯანის და ნიკა მსხალაიას გაწვრთნილმა გუნდმა მესამე ადგილისთვის მატჩში აჭარის ნაკრები დაამარცხა. შეხვედრა თბილისური გუნდის უპირატესობით წარიმართა და მისი გამარჯვებით – 78:62 დასრულდა. 

მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე ბრინჯაოს პრიზიორები მედლებითა და შესაბამისი თასით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვა. მანვე გადასცა პრიზები ორივე გუნდის საუკეთესოდ დასახელებულ მოთამაშეებს – “ზაზადან” საბა საბაურს, აჭარის ნაკრებიდან კი თენგო ჩოხარიძეს გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ ფინალურ მატჩში ერთმანეთს საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები და კაუნასის “ჟალგირისი” დაუპირისპირდებიან.

ზაზას აკადემია – აჭარის ნაკრები
სტატისტიკა: 78:62