თბილისის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის აკადემია ჰიუნდაი-იბერს შეხვდება

თბილისის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის აკადემია ჰიუნდაი-იბერს შეხვდება

თბილისის 14-წლამდე ვაჟთა ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს “საკალათბურთო აკადემია” და “ჰიუნდაისა” და “იბერის” გაერთიანებული გუნდი შეხვდებიან. ეს ამბავი დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გაცხადდა, სადაც ნახევარფინალები გაიმართა.

თუკი პირველ მატჩში ბრძოლა არ შედგა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა აკადემიამ დამაჯერებლად – 78:38 დაამარცხა ვინგსი 1, მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ბოლომდე ებრძოლნენ “ჰიუნდაი-იბერი” და ზაზა ფაჩულიას აკადემია. ჰიუნდაი-იბერი თავიდანვე რომ დაწინაურდა, ლიდერობას თამაშის ბოლომდე ინარჩუნებდა, თუმცა ზაზას აკადემიელები ბევრით არ რჩებოდნენ და შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ. თუმცა დრო ისე მიილია, ზაზას აკადემიელებს წარმატების შანსი არ მისცემიათ.

ფინალური მატჩი, რომელშიც აკადემია ჰიუნდაი-იბერს შეხვდება, ხვალ, 25 ივნისს, ოლიმპიურ სასახლეში, 13:00 საათზე  გაიმართება. მანამდე კი მესამე ადგილისთვის შეხვედრა ჩატარდება. ზაზას აკადემია ვინგსი 1-ის წინააღმდეგ.