გალერეასაქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტები ცნობილნი არიან. ფინალში 4 დღის წინ გასულ „აკადემიას“ გუშინ აჭარის ნაკრები შეუერთდა და აღნიშნულ ასაკში საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის მებრძოლი წყვილიც გაირკვა.
აჭარის ნაკრებმა ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრა ბათუმში დაძაბულ ბრძოლაში – 75:68 მოუგო „ქუთაისს“. საპასუხო მატჩი ქუთაისში 16 ივნისს ჩატარდა, რომელიც სტუმრებმა დამაჯერებლად – 78:59 მოიგეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
მეორე ნახევარფინალი შედარებით ადრე გაიმართა. „აკადემიამ“ სერიის ორივე მატჩი დაძაბულ ბრძოლაში – 69:68 და 80:75 მოუგო „ოვერტაიმს“ და საჩემპიონო სერიაში ასპარეზობის უფლება 13 ივნისს მოიპოვა.
ფინალური სერიის პირველი მატჩი 20 ივნისს ბათუმში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრას „აკადემია“ თბილისში 22 ივნისს უმასპინძლებს. ამ დღეს გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვისაც, რომელშიც „ქუთაისი“ და „ოვერტაიმი“ შეხვდებიან.