დასრულდა 16-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგის რეგულარული ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილე 24 გუნდიდან პლეი ოფში 8 საუკეთესომ გააღწია. მონაწილეები 4 ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი და თითოეულიდან მეოთხედფინალში 2 საუკეთესო გავიდა.
პლეი ოფში, ფინალამდე სერიები 2-მატჩიანი იქნება. B ლიგის საჩემპიონო სერია კი 2 მოგებამდე იქნება. მოგეხსენებათ, B ლიგის გამარჯვებული A ლიგაში გადადის, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილებზე გასულ გუნდებს საკვალიფიკაციო სერიაში ეძლევათ შანსი, A ლიგაში გადავიდნენ. ეს გუნდები შესაბამისად A ლიგის მე-13 და მე-12 ადგილოდნებს შეხვდებიან.
B ლიგის პლეი ოფში გასული 8 გუნდიდან 5 იმ საკალათბურთო სკოლის წარმომადგენელია, რომლებსაც A ლიგაში არიან. შესაბამისად, დებულებიდან გამომდინარე, ეს გუნდები (ზაზა2, ზაზა3, დინამო3, თბილისი ბასკეტი2, ჰიუნდაი2) უმაღლეს ლიგაში ვერ აინაცვლებენ. ამ გუნდებს B ლიგის ჩემპიონობისა და საპრიზო ადგილებისთვის მოუწევთ ბრძოლა, A ლიგის საგზურს კი ამ სამი გუნდიდან (აჭარის ნაკრები, ბასკო, მართვე1) საუკეთესო შედეგის მქონე მოიპოვებს. მომდევნო 2 გუნდი კი საკვალიფიკაციო სერიების მოგების შემთხვევაში მიიღებენ A ლიგის საგზურებს.
გთვაზობთ რეგულარული ჩემპიონატის საბოლოო ცხრილს, პლეი ოფში (მეოთხედფინალში) დაწყვილებულ გუნდებს და თამაშების განრიგს.