16-წლამდელთა ჩემპიონატის A ლიგა აკადემია 1-მა და სენაკმა შეავსეს

16-წლამდელთა ჩემპიონატის A ლიგა აკადემია 1-მა და სენაკმა შეავსეს

16-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი დასრულდა. შესაბამისად, გაირკვა ის გუნდები, რომლებიც უმაღლეს – A ლიგაში, საშუალო B-სა და ქვედა, C ლიგებში იასპარეზებენ. აქამდე ცნობილი იყო ის 10 გუნდი, რომლებიც უმაღლეს ლიგაში იასპარეზებდნენ: ესენი კვოტირებით საგზურების მიმღები თელავი, ქუთაისი, ფოთი და რუსთავი გახლდნენ, რომლებსაც საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპის შემდეგ ოვერტაიმის, ჰიუნდაის, ზაზას აკადემიის, დინამოს, ბრუკლინის, ორბის, ვინგსის და თბილისი ბასკეტის პირველი გუნდები დაემატნენ. პლეი ოფში 8 გუნდი გადავიდა, რომლებმაც 2 საგზურისთვის გააგრძელეს ბრძოლა და საბოლოოდ მიზანს აკადემია 1-მა და სენაკმა მიაღწიეს.

ასე და ამგვარად, ის 14 გუნდი დაკომპლექტდა, რომლებიც ამ სეზონში 16-წლამდელთა ჩემპიონატის A ლიგაში იასპარეზებს, კენჭისყრის შედეგად შეიქმნება 2 ჯგუფი, რომლებშიც გუნდები 2 წრედ ითამაშებენ და თითოეულიდან 4 საუკეთესო მეოთხედფინალში გადაინაცვლებს. პლეი ოფის გამარჯვებული საქართველოს ჩემპიონი იქნება.

A ლიგაში ვერმოხვედრილმა მომდევნო 24 ადგილის დამკავებელმა გუნდმა (რომლებსაც წარმოდგენილ ბანერზე ნახავთ) B ლიგა შეავსო, ხოლო დანარჩენები და ისინი, რომლებიც საკვალიფიკაციოში არ მონაწილეობდნენ, C ლიგაში განთავდნენ.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონიდან პირველად დაიწყო ასაკობრივი ჩემპიონატების ახალი სისტემით ჩატარება, რაც სიძლიერის მიხედვით, შესაბამისი რეგულაციების დაცვით, გუნდების 3 (A, B, C) ლიგებში გადანაწილებას გულისხმობს. მომავალი სეზონიდან აღარ ჩატარდება საკვალიფიკაციო ტურნირები და გუნდები, ნაჩვენები შედეგების მიხედვით, აღნიშნულ ლიგებს შორის აინაცვლ-ჩაინაცვლებენ. 

16-წლამდელთა A, B და C ლიგების გათამაშება სტარტს აპრილის თვეში აიღებს.