საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ატლანტაში ნამდვილი ფეიერვერკი მოაწყო — თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართულმა სანდრომ პარკეტზე 32 წუთი გაატარა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი, გადამწყვეტი როლი ითამაშა. მამუკელაშვილმა დიდი პროდუქტიულობა აჩვენა და 23 ქულა, 8 მოხსნა (1 შეტევაში, 7 დაცვაში), 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ორქულიანები (2/5) და საჯარიმოებიც (4/4) მაღალი სიზუსტით გამოიყენა. სანდროს საოცარ თამაშსა და სარგებლიანობაზე ციფრებიც მეტყველებს: მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში „ლეიკერსმა“ მეტოქეზე 20 ქულით მეტი ჩააგდო (+20 პლუს-მინუს კოეფიციენტი), რაც მთელ გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო!
სანდროს ამ ბრწყინვალე პერფორმანსის ფონზე, „ლოს ანჯელეს ლეიერსმა“ „ატლანტა ჰოუკსს“ შანსი არ დაუტოვა და მძიმე ბრძოლაში ღირსეული გაიმარჯვა მოიპოვა – 124:114. კალიფორნიელებს ავადმყოფობის გამო ოსტინ რივზი აკლდა, თუმცა შემადგენლობას დაუბრუნდა ლუკა დონჩიჩი, რომელმაც სამაგალითო სამუშაო შეასრულა (32 ქულა, 8 მოხსნა, 10 პასი). „ლეიკერსიდან“ ორმაგი დუბლი მიითვალა უოლკერ კესლერმაც (21 ქულა, 10 მოხსნა), ხოლო კოლინ სექსტონმა სკამიდან 18 ქულა ჩააგდო.
ამ გამარჯვებით „ლეიქერსმა“ ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო, 10 მოგებითა და 2 მარცხით არა მხოლოდ დასავლეთ კონფერენციაში გაიმყარა ლიდერობა, არამედ სრულიად NBA-ში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გახდა!
აღმოსავლური ტურნეს ფარგლებში ლოს-ანჯელესელების მორიგი გაჩერება მილუოკიში იქნება, სადაც სანდროს განსაკუთრებული მატჩი ელის — „მილუოკი ბაქსი“ ხომ სწორედ ის კლუბია, სადაც ქართველმა ფორვარდმა 2021-2022 წლებში თავისი NBA-ს დებიუტი აღნიშნა და პირველი 2 სეზონი გაატარა.