“ბ” ლიგის ოთხივე ასაკობრვი ჩემპიონატის სიახლეები ჩვენს ვებ-გვერდზე

“ბ” ლიგის ოთხივე ასაკობრვი ჩემპიონატის სიახლეები ჩვენს ვებ-გვერდზე

გასულ კვირაში დაიწყო “ბ” ლიგების გათამაშება 14, 16, 18 და 20 წლამდელთა შორის. ეს გახლავთ ტურნირები, რომლებშიც მთლიანობაში 133 გუნდი მონაწილეობს. ასაკობრივი “ბ” ლიგების ორგანიზატორია თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, ხოლო მხარდამჭერი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. “ბ” ლიგაში გუნდები საქართველოს მრავალი ქალაქიდან მონაწილეობს, თუმცა ყველა მატჩი თბილისში – ძირითადად ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 

ტურნირებში მონაწილე გუნდების შესახებ ინფორმაცია ამიერიდან საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, შესაბამის განყოფილებაში (“ბ” ლიგები) განთავსდება. გულშემატკივრებს მიეცემათ საშუალება, იხილონ გათამაშების კალენდარი, შედეგები და სატურნირო მდგომარეობა. ცხადია, განთავსდება ტურნირის მიმდინარეობის შესახებ სიახლეები და მატჩების ამსახველი ფოტოები. 

ყველაზე მეტი – 50 გუნდი მონაწილეობს 16-წლამდელთა ჩემპიონატში. 47 გუნდია 14-წლამდელებში, ხოლო 18 წლამდელთა ჩემპიონატში ძალებს 32 გუნდი მოსინჯავს. რაც შეეხებათ 20-წლამდელებს, ამ ჩემპიონატში 4 გუნდი თამაშობს. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეგულარული ჩემპიონატის, ჯგუფის თამაშები, რის შემდეგაც, საუკეთესო გუნდები პლეი ოფში გააგრძელებენ ბრძოლას. 14, 16 და 18 წლამდელთა ჩემპიონატებში პლეი ოფში საუკეთესო 16-16 გუნდი გავა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა მერვედფინალიდან დაიწყება.

დღეს, 29 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18-წლამდელთა “ბ” ლიგის 4 მატჩი გაიმართება.

18-წლამდელთა “ბ” ლიგის გვერდი:

http://gbf.ge/league/u18-b/schedule

14-წლამდელთა “ბ” ლიგის გვერდი:

http://gbf.ge/league/u14-b/schedule#mbt:275-303$t&0=1

16-წლამდელთა “ბ” ლიგის გვერდი:

http://gbf.ge/league/u16-b/schedule