მართვემ 16-წლამდელთა A ლიგის საგზური გაინაღდა და B ლიგის ჩემპიონობისთვის ზაზა 2-ს დაუპირისპირდება

მართვემ 16-წლამდელთა A ლიგის საგზური გაინაღდა და B ლიგის ჩემპიონობისთვის ზაზა 2-ს დაუპირისპირდება

16-წლამდელთა B ლიგაში ფინალური სერია ჯერ არ დაწყებულა, თუმცა A ლიგის საგზურის მფლობელის ვინაობა ცნობილია. ხათუნა გაბედავას და კოკა ტომარაძის გაწვრთნილმა მართვემ ფინალში გასვლით უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა და აი, რატომ: მისი საფინალო მეტოქე ზაზას აკადემია 2 A ლიგაში იმ მიზეზით ვერ აინაცვლებს, რომ ამ კლუბს უკვე ჰყავს იქ წარმომადგენელი, ხოლო დებულების თანახმად უმაღლეს ლიგაში 1-ზე მეტი გუნდის ყოლა დაუშვებელია.

შესაბამისად, მართვემ ნახევარფინალში დინამო 3-ის დამარცხებით A ლიგის საგზური გაინაღდა და ახლა B ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვისაც იბრძოლებს. ფინალური სერია 2-მატჩიანია. პირველი შეხვედრა 28 ივნისს, ხოლო მეორე, 29 ივნისს გაიმართება. მე-3 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ნახევარფინალებში დამარცხებული დინამო 3 და აჭარის ნაკრები შეხვდებიან. ბრინჯაოს მედლის მფლობელს ერთი მატჩი გამოავლენს, რომელიც 28 ივნისს, ოლიმპიურ სასახლეში, 13:40 საათზე ჩატარდება.