2007 წელს დაბადებული რჩეული მოთამაშეების 15-წლამდელთა გუნდი ფინეთში, ევროპის ახალგაზრდული ლიგის სუპერფინალის სათამაშოდ გაემგზავრა. ტურნირს, რომელშიც 11 გუნდი მონაწილეობს, ფინეთის ქალაქი კაარინა უმასპინძლებს. თამაშები 6 მაისს დაიწყება და ჩემპიონი 2 დღეში, 8 მაისს გამოვლინდება.
მიმდინარე სეზონში ამ ასაკში ევროპის ლიგა დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად ვერ ჩატარდა. საქართველო 2007-ს თამაშები არ ჩაუტარებია და სეზონის დასკვნით ტურნირზე სხვა გამორჩეულ გუნდებთან ერთად ქართველი 15-წლამდელებიც მიიწვიეს.
ტურნირის მონაწილენი სამგუნდიან ჯგუფებში განაწილდნენ. საქართველოს მეტოქეები იქნებიან ლატვიური DSN და ფინური ესტონური “კეილა”. ორივე შეხვედრა 6 მაისს გაიმართება და წარმატების შემთხვევაში ჩვენი გუნდი პლეი ოფში გავა, თუ არადა 7 და 8 მაისს საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს ტურნირზე 5-11 ადგილების გადასანაწილებლად.
ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთია:
გიორგი ნიკოლაევი, თემურ პატარიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ავთანდილ ხანიშვილი, ნიკა სანაძე, ლუკა ლომიძე, იოანე თვალაბეიშვილი, შიო შიოშვილი, დავით ვაშაკიძე, დავით მირზაშვილი, გიორგი ჭირაქაძე, გერა ჭეიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ნიკა ცინცაძე
ასისტენტი: ირაკლი ტომარაძე
მენეჯერი: გიორგი ბუცხრიკიძე, ექიმი: თორნიკე გოგიჩაიშვილი