საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ნაკრებმა ხორვატიასთან ნახევარფინალი დათმო

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ნაკრებმა ხორვატიასთან ნახევარფინალი დათმო

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ხორვატიასთან ნახევარფინალური შეხვედრა 65:82 (სტატისტიკა) წააგო და ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ფინალში ვერ გავიდა. ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ბალკანელებთან პირველი პერიოდი 8:22 დათმო, მეორეში 16:25 დამარცხდა და წარმატების შანსი ფაქტობრივად დიდი შესვენებისთვის დაკარგა.

რა თქმა უნდა, თამაშის გადარჩენის შანსი არსებობდა, თუმცა მესამე პერიოდში ქართველებმა მხოლოდ თამაშის გათანაბრება მოახერხეს და ბოლო ათწუთეულის წინ 23-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა. დარჩენილ 10 წუთში საქართველოს ნაკრებმა ხორვატებს აჯობა, თუმცა მხოლოდ 6 ქულით და საბოლოოდ 17 ქულით დამარცხდა. 

ჩვენს ნაკრებს კვლავ ავთანდილ ბახტაძემ ულიდერა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 18 ქულა, 9 მოხსნა, 6-6 ქულა მიითვალა ოთხმა ქართველმა – დავით ვაშაკიძემ, გიორგი ცაგარეიშვილმა, გერა ჭეიშვილმა და გიორგი ჭირაქაძემ. 5 ქულა მათე ხატიაშვილის, და გიორგი ნიკოლაევის ანგარიშზეა. ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც მოაგროვა. 

საქართველოს ნაკრები მე-3 ადგილისთვის მატჩს მასპინძელ რუმინეთთან გამართავს, რომელსაც ჯგუფში უკვე ეთამაშა და დაძაბული ბრძოლა 62:66 დათმო. ახლა საქართველოს აქვს შანსი, მასპინძელი დაამარცხოს მე-3 ადგილთამ ერთად 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის საგზური მოიპოვოს.