16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება

16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. გიორგი გოლიაძისა და მაია ჩარგეიშვილის გაწვრთნილი გუნდი ოფიციალური ტურნირის დაწყებამდე ლატვიაში მოემზადება, სადაც 4-დღიან შეკრებას გაივლის და 6 ივლისს კოსოვოში ჩავა, სადაც ქალაქ პეჟაში ევროპის C დივიზიონის ჩემპიონატი გაიმართება.

კოსოვოში გასამართ ტურნირში ევროპის 8 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. საქართველო A ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად სომხეთი, გიბრალტარი და კვიპროსი ეყოლება. მეორე ჯგუფში თავი მასპინძელმა კოსოვომ, მოლდოვამ, მალტამ და ალბანეთმა მოიყარეს.

თამაშები 8 ივლისს დაიწყება და ტრადიციულად, ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა, რომლებიც ნახევარფინალში ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან. საქართველო კოსოვოში შემდეგი 12 კალათბურთელით ჩავა: 

ელენე კალანდარიშვილი, თამარ ზავრადაშვილი, ლიზი ჯაბუა, მარიამ კეკელია, ნინი ივანიძე, ელენე ბოხუა, ბაია ზურაბიშვილი, მარიამ ყაველაშვილი, ანა მესტუმრიშვილი, ლინა უგრეხელიძე, ეკატერინე ქართველიშვილი, ანასტასია აბულაძე.