საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები აზერბაიჯანთან დამარცხა

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები აზერბაიჯანთან დამარცხა

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მეორე მატჩი წააგო. თუკი პირველ შეხვედრაში ქართველები კვიპროსთან ბრძლაში, 1 ქულით დამარცხდნენ, აზერბაიჯანთან მატჩში შანსი არ ჰქონიათ. ჩვენმა აღმოსავლელმა მეზობლებმა შეხვედრა 97:40 (სტატისტიკა) მოიგეს.

მატჩის ბედი პირველიპერიოდის შემდეგ გადაწყვეტილი იყო. აზერბაიჯანელებმა ათწუთეული 29:6 მოიგეს და ცხადი გახდა, რომ ამ მატჩის მოგების შანსი საქართველოს არ ჰქონდა. მეორე პერიოდი აზერბაიჯანმა 23:12 მოიგო და დიდ შესვენებაზე 34-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.

საბოლოოდ აზერბაიჯანელებმა შეხვედრა 57 ქულით მოიგეს და 2-დან 2 გამარჯვებით ცხრილის სათავეში არიან. ჩვენს ნაკრებში 10-ქულიან ბარიერს მხოლოდ ანა მესტუმრიშვილმა მიაღწია, რომელმაც 10 ქულასთან ერთად 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თამარ კახეთელიძემ 7 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 6 ჩჭრა დააგროვა, თუმცა ბურთი 7-ჯერ დაკარგა.

ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა, რადგან 2-2 მოგებით აზერბაიჯანმა და კვიპროსმა 1-2 ადგილები გაინაღდა. საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს სომხეთთან გამართავს, რომელსაც ასევე 2 მარცხი აქვს. შეხვედრა 11 ივლისს, თბილისის დროით 17:45 საათზე გაიმართება.