14-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატის კენჭისყრა სამინისტროში

14-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატის კენჭისყრა სამინისტროში

დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინიტროს საპრესკონფერენციო დარბაზში 14-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა. 
 2014-2014 წლების სეზონის თბილისის პირველობაზე 15 გუნდი იასპარეზებს: ორბი, მართვე1, ჰიუნდაი1, თსსუ, დინამო, მართვე2, იმედი, ზაზა, არგო, იბერი, ჰიუნდაი2, აკადემია, 1, აკადემია2, აკადემია3 და აკადემია4.
კენჭისყრის შედეგად გუნდები   4 ქვეჯგუფში გადანაწილდნენ, სადაც 1 წრედ იასპარეზებენ.  თითოეული ჯგუფიდან ნახევარფინალში თითო საუკეთესო გუნდი გადავა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის საგზურს გაინაღდებს,  ხოლო ჯგუფში 2-3 ადგილზე გასული გუნდები   საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატში 2 ადგილის  მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
  ჩემპიონატი სტარტს 29 ნოემბრიდან აიღებს და 13 დეკემბრამდე გასტანს.  მატჩებს საკალათბურთო აკადემია და 53-ე საჯარო სკოლის დარბაზი უმასპინძლებენ.