16-წლამდელები პლეიოფს უახლოვდებიან

16-წლამდელები პლეიოფს უახლოვდებიან

16-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის
მატჩები გაიმართა ,,დინამოს” საწვრთნელ ბაზასა და ვაკეში მდებარე ,,აკადემიის” დარბაზში.  ,,ზაზამ” ,,ბათუმს” უმასპინძლა და მეტოქე 75:45
დაამარცხა.

გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო 22 ქულით ლევან გორდულაძე იყო, ხოლო ორმაგი
დუბლი გურამ კენჭიაშვილმა მიითვალა – 12 ქულა და 10 მოხსნა. ბათუმელებს კი 11 ქულით
ირაკლი ემირიძემ ულიდერა. ,,დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა  ორი შეხვედრა: ,,ჰიუნდაიმ” თსსუ-ს 51:34 სძლია.
მოგებულთაგან  19 ქულით ალექსი ქაჯაია გამოირჩა,
ხოლო ,,მედიკოსების”რიგებში საუკეთესო ორმაგი დუბლით, 13 ქულითა და ამდენივე მოხსნით
ნიკოლოზ ლომიძე გახლდათ.  ,,თელავისა” და
,,ზაზას” დაპირისპირება ,,ზაზას” იოლი გამარჯვებით,  ანგარიშით 67:36 დასრულდა. თელაველთაგან  ორმაგი დუბლით, 15 ქულითა და 13 მოხსნით ჯუმბერ
ყვარელაშვილი გამოირჩა, ხოლო ,,ზაზას” მხრიდან 19 ქულითა და 13 პასით ორმაგი დუბლი
ლევან გორდულაძის ანგარიშზეა.  აკადემიის დარბაზში
გაიმართა  ,,ორბი” – ,,ბათუმის” შეხვედრა. ძლიერი
წვიმის გამო დარბაზში წყალი ჩამოვიდა და თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა, თუმცა მალევე
განახლდა და ის ბათუმელთა გამარჯვებით 91:62 დასრულდა. ბათუმელთაგან ორმაგი დუბლი ერთბაშად
ორმა კალათბურთელმა მიითვალა – თემურ ზაქარაძემ (30ქ. 19ქ) და ნიკა კოკობინაძემ(20ქ.14მ).
,,ორბის: მხრიდან საუკეთესო 18 ქულით ლაშა ვეკუა იყო, ხოლო 10 ქულითა და 16 მოხსნით
ორმაგი დუბლი დიმა ბობილევმა შეასრულა.

 რაც შეეხება
,,ფოთისა” და  ,,ნიკეას” მატჩს, ,,ნიკეას” გუნდი
ფოთში არ ჩავიდა და ამიტომ ფოთელებს ტექნიკური მოგება – 20:0 ჩაეთვალათ.

რუსთავში გაიმართა 2  შეხვედრა: ,,რუსთავი 2-მა” ,,დინამოს უმასპინძლა
და მეტოქე 100:72 დაამარცხა. რუსთავლთაგან 
ორმაგი დუბლით საუკეთესო ნუგზარ ტაბაღუა იყო, რომელმაც 22 ქულა და 12 მოხსნა
მიითვალა. ,,დინამოს” შემადგენლობაში 20 ქულით 
თენგო  ხუციშვილი გამოირჩა, ხოლო ორმაგი
დუბლი ნიკა საგიანის ანგარიშზეა – 15 ქულა და 11 მოხსნა. ,,რუსთავი 1”-სა და ,,საბურთალო
161”-ის შეხვედრა ასევე მასპინძლების მოგებით –  90:57 დასრულდა.  გამარჯვებულთაგან  ორმაგი დუბლი გიორგი დვალისა(18ქ.10მ) და შოთა რეხვიაშვილის
(10ქ.13მ)  ანგარიშზეა,  ,,საბურთალოს” რიგებში კი 19 ქულით გურამ  ბრეგვაძე გამოირჩა.