ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემის დარბაზში დასრულდა 16-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი ტურის ბოლო 2 შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ,,ლომები“ – ,,ზაზა“ და AXE – ,,ნიკეა“ დაუპირისპირდნენ.
,,ზაზამ“ ,,ლომებთან“ დიდი სხვაობით, ანგარიშით 76:23 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში
5 მოგებითა და 3 მარცხით მე-3 ადგილზე იმყოფება. მოგებულებს 17 ქულით იური ხალათიანმა
ულიდერა, ხოლო ,,ლომების“ შემადგენლობაში
6 ქულა თემურ ზედგენიზის ანგარიშზეა. AXE-სა და ,,ნიკეას“ დაპირისპირება კი
,,ნიკეას“ გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც 64:52 იმარჯვა დებიუტანტებთან. მოგებულთა მხრიდან 22 ქულა ზურაბ გეგჭკორმა დააგროვა,
რომელმაც 9 მოხსნაც მიითვალა და დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლდა. რაც შეეხება AXE-ს, მის
რიგებში 18 ქულით გიორგი თევდორაშვილი გამოირჩა, ხოლო 14 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი
დუბლი ვაჟა ბუთურიშვილმა მიითვალა.
ზაზა – ლომები
AXE – ნიკეა