16-წლამდელთა A ლიგაში პლეი ოფი სამშაბათიდან დაიწყება

16-წლამდელთა A ლიგაში პლეი ოფი სამშაბათიდან დაიწყება

საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის A ლიგაში პლეი ოფის დრო დადგა. რეგულარული ჩემპიონატის შედეგად  გამოვლენილი 8 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებს, ხოლო ჯგუფის აუტსაიდერები A ლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო მატჩებს გამართავენ.

A ლიგის მონაწილე 14 გუნდი 2 ჯგუფში იყო განაწილებული და 2 წრის ჯამში თითოეულმა 10 მატჩი გამართა. A ჯგუფიდან გასული 4 გუნდი ჰიუნდაიმ, რუსთავმა, ზაზას აკადემიამ, ქუთაისმა შეადგინა, მეორიდან კი აკადემია, ოვერტაიმი, თბილისი ბასკეტი და თელავი გავიდნენ. ეს გუნდები პლეი ოფში ჯვარედინი სისტემით დაწყვილდნენ. მეოთხედფინალური და ნახევარფინალური სერიები 2-მატჩიანი იქნება, ხოლო ფინალური სერია 2 მოგებამდე გაგრძელდება. 

ჯგუფებში მე-5 ადგილებზე დაკავებულმა გუნდებმა სეზონი დაასრულეს – ბრუკლინმა და დინამომ ვერც პლეი ოფში დააღწიეს და არც A ლიგაში ადგილის შენარჩუნება მოუწევთ. რაც შეეხებათ ჯგუფებში ბოლო 2 ადგილზე გასულ გუნდებს, ისინიც ჯვარედინად დაწყვილდებიან (A6 vs B7, B6 vs A7) და ამ ოთხიდან საუკეთესო A ლიგაში დარჩება. ბოლო, მე-14 გუნდი ლიგას დატოვებს, ხოლო მე-12 და მე-13 გუნდები შესაბამისად, მე-2 და მე-3 ადგილებზე გასულებს შეხვდებიან.