16–წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

16–წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

გასულ ხუთშაბათს სეზონი კადეტთა ასაკის ახალგაზრდებისთვისაც დაიწყო. საქართველოს 16–წლამდელთა ჩემპიონატმა სტარტი სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტის დარბაზში აიღო, სადაც შაბათობით 18–წლამდელთა პირველობის ტურიც ჩატარდება ხოლმე.
 16–წლამდელთა ჩემპიონატში 8 მონაწილეა, რომელთა შორისაც სპორტსკოლა “მართვეს” გუნდები სჭარბიბენ. პირველ ტურში ისე დაემთხვა, რომ “მართვეს” პირველი და მეოთხე გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ და საინტერესო ბრძოლაში გამარჯვებული ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი კადეტები გამოვიდნენ.ერთ მატჩში კი მსაჯთა გუნდების დუელი შედგა: ხათუნა გაბედავას მართვე–3 ლიკა ქაჯაიას 51–ე სკოლის წინააღმდეგ. 51–ე სკოლელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მართველებს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაბედავას შეგირდებმა იმარჯვეს.მესამე მატჩში ერთმანეთს რეგიონის წარმომადგენლები შეხვდნენ. რუსთაველებმა 65:60 დაამარცხეს “აფხაზეთი”. მომდევნო ტური მომავალ ხუთშაბათს, 20 ნოემბერს გაიმართება. ერთმანეთს ეს წყვილები შეხვდებიან: