რუსთავის
,,ქიმიკოსთა დარბაზმა“ დღეს კიდევ ერთ თამაშს უმასპინძლა 16-წლამდე კალათბურთელთა შორის.
,,რუსთავი 3“ ,, მართვე 1“-ს დაუხვდა და მასპინძლებმა
საკმაოდ სოლიდური უპირატესობით მოიგეს-80:53.
,,რუსთაველები“
მთლიანი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ და შესაბამისად თითოეული პერიოდის ანგარიში
თავინთ სასარგებლოდ დააფიქსირეს.
გამარჯვებულთაგან
ყველაზე მეტი ქულათა მონაგარი ნიკა აბაიშვილს ჰქონდა-26. ორმაგი დუბლი კი ორმა მოთამაშემ,
გოგა შავერდაშვილმა (19 ქულა, 20 მოხსნა ) და გიორგი გრიგორაშილმა (24ქულა,12მოხსნა
)შეასრულეს.
მართვე 1-ის მხრიდან კი 15 ქულა ნიკო ჭიჭვეიშვილმა
დააგროვა, გიორგი ჯგუშიამ (14 ქულა, 15 მოხსნა) და რატი ტოლიაშვილმა (10 ქულა, 10 მოხსნა ) ორმაგი
დუბლი გაიფორმეს.
ქუთაისში შედგა
ადგილობრივი ქუთაისი 1-სა და ლომების
დაპირისპირება, სადაც მასპინძლებმა იოლად – 77:37 იმარჯვეს. ,,იმერელთა“ შემადგენლობაში
კარგად გაისარჯა რატი წივწივაძე, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 18 ქულა, 9 მოხსნა. ორმაგ დუბლამდე აგრეთვე 1 მოხსნა დააკლდა ვიტალი ცქიფურიშვილს,
რომელის მონაგარმა 15 ქულა და 9 მოხსნა შეადგინა. ცქიფურიშვილს
ერთი ქულით ჩამორჩა გიგი ვადაჭკორია, რომელმაც საკუთარ გუნდს 14 ქულა შესძინა.
რაც შეეხება ლომების გუნდს, მის შემადგენლობაში ორმაგი
დუბლით 10 ქულითა და ამდენივე მოხსნით თემურ ზედგენიძე გამოირჩა.
16-წლამდელთა მომდევნო შეხვედრები 18 ნოემბერს გაიმართება. მატჩებს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემია და 53-ე საჯარო
სკოლა უმასპინძლებს.