თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფის სერია. ერთმანეთს ზაზას აკადემია და “ჰიუნდაი” ხვდებიან. ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელიც სერიაში 3 გამარჯვებას მოიპოვებს.
პირველი შეხვედრა ზაზას აკადემიის გამარჯვებით – 76:67 (სტატისტიკა) დასრულდა. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ, აკადემიელებმა მეტოქე მეორე ათწუთეულში ჩამოიტოვეს, თუმცა “ჰიუნდაი” იბრძოდა და ჩამორჩენას ხან 2-3 ქულამდე ამცირებდა. საბოლოო შტურმიც არ გამოვიდა და “ზაზამ” სერიაში პირველი გამარჯვება გაიფორმა.
გამარჯვებულებს გუჯა ხვედელიძემ ულიდრა, რომელმაც 17 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 12 ქულა და 5 მოხსნა გიორგი მოსიაშვილმა მიითვალა, ოთო სულაკაურის ანგარიშზე კი 9 ქულა დაგროვდა. “ჰიუნდაიში” 24 ქულით საუკეთესო იყო კოსტანტინე სუხიშვილი, 18 ქულა და 10 მოხსნა გიორგი გუგუციძემ მოაგროვა.
ფინალური სერიის მეორე მატჩი 12 ივნისს, 18:00 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.