16-წლამდელთა ჩემპიონატის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

16-წლამდელთა ჩემპიონატის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

დღეს დასრულდა საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის “ა” ლიგის რეგულარული ჩემპიონატი, რომელმაც 26 ტური დაიტია ეს ნიშნავს, რომ ტურნირის მონაწილე 14 გუნდიდან 8 საუკეთესო საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებს. 8 გუნდი მეოთხედფინალში ტრადიციულად დაწყვილდა: I-VIII, II-VII, III-VI და IV-V. მეოთხედფინალური სერია პლეი ოფის ყველა სტადიისა და ფინალთან ერთად 2 მოგებამდეა. 

პლეი ოფს მიღმა დარჩენილი გუნდების ამბავი ასე იქნება; 9-11 ადგილებისთვის სეზონი დასრულდა, ისევე, როგორც ბოლო, მე-14 გუნდისთვის, რომელმაც “ა” ლიგა დატოვა და “ბ”-ში დაქვეითდა. მე-12 და მე-13 ადგილებზე გასული გუნდები შესაბამისად “ბ” ლიგის მე-3 და მე-2 ადგილოსნებთან ითამაშებენ საკვალიფიკაციო მატჩებს “ა” ლიგაში დასარჩენად. პლეი აუტის მატჩები მოგვიანებით გაიმართება, როცა “ბ” ლიგაში საპრიზო ადგილებზე გუნდები გადანაწილდებიან. 

რაც შეეხება “ა” ლიგის პლეი ოფს, ის 30 მაისს დაიწყება. წყვილები შემდეგნაირია:

ზფა (1) VS თბილისი ბასკეტი (8)
ჰიუნდაი (4) VS ვინგსი (5)

აკადემია (2)VS რუსთავი (7)
აჭარის ნაკრები (3) VS ოვერტაიმი (6)

პლეი ოფის კალენდარი შედგება და ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.