16-წლამდელთა მორიგი ტურის დღე სოხუმის რეკორდით დაიწყო

16-წლამდელთა მორიგი ტურის დღე სოხუმის რეკორდით დაიწყო

ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში
16-წლამდელთა მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.

მოულოდნელად დასრულდა დღის პირველი შეხვედრა,
,,სადაც სოხუმმა” ძალიან დიდი ანგარიშით, 114:27 დაამარცხა ,,ავერსი 2”-ის გუნდი და
მიმდინარე ჩემპიონტში რეკორდი დაამყარა. სოხუმელთა რიგებში ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა
კალათბურთელმა შეასრულა – დავით სალაყაიამ (25ქ.14მ), ბექა ოდიშარიამ(11ქ.11მ) და გუგა
ლოლუამ(11ქ.14მ) მიითვალეს, ხოლო ავერსელთა რიგებში 15 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი
დუბლი გიორგი რეხვიაშვილმა.

საინტერესო გამოდგა სამედიცინოსა და ,,აკადემიის” დაპირისპირება,
სადაც 3 ქულის სხვაობით ,,მედიკოსებმა” იმარჯვეს და აკადემიელებს სეზონში პირველი მარცხი აწვნიეს – 39:33.  თსსუ-ს შემადგენლობაში 19 ქულა
ლუკა ზაქრაძის ანგარიშზეა, ხოლო ,,აკადემიის” რიგებში ორმაგი დუბლი თემურ პეტრიაშვილმა
(11ქ.10მ) და ნიკოლოზ შაბაშვილმა (11ქ.10მ) მიითვალეს.

დღის მესამე მატჩში შსს-მ დიდი ანგარიშით დაამარცხა
დებიუტანტი ,,კაკტუსი”. ,,ძალოვნებს’ 27 ქულით სოლომონ როსტიაშვილმა ულიდერა, ხოლო
19 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი ვილი ისიანმა შეასრულა. ,,კაკტუსის” რიგებში
გამოირჩა ხვიჩა ხოსიტაშვილი გამოირჩა, რომელმაც 32 ქულითა და  26 მოხსნით ორმაგი დუბლი ავტორი გახდა.

,,კარდინალი-ორბმა” იოლად იმარჯვა ,,ზაზასთან” –
77:47. ,,კარდინალის” რიგებში ორმაგი დუბლი გიორგი გუგეშაშვილმა(15ქ.20მ) და ვასო მჭედლიშვილმა
(13ქ.16მ) მიითვალეს. ,,ზაზას” შემადგენლობაში  კი ორმაგი დუბლი  თორნიკე რაზმაძემ და იური ხალათიანმა შეასრულეს.
რაზმაძემ 15 ქულა და 19 მოხსნა დააგროვა, ხოლო ხალათიანის ანგარიშზე 18 ქულა და 10
შედეგიანი გადაცემაა.

ტურის დასკვნით მატჩში ,,ავერსი1”  ,,კარდინალი-ორბი 2”-ს  დაუპირისპირდა და მეტოქესთან დამაჯერებლად,
70:45 იმარჯვა. კარდინალის რიგებში 10-10 ქულა ლაშა ვეკუამ და გიგი ტუღუშმა მოაგროვეს,
ამ უკანასკნელმა კი 11 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა. ,,ავერსის” შემადგენლობაში
 ორმაგი დუბლი დათო ლომიძისა (17ქ.10მ)და ნოდარ
სანაიას (14ქ.13მ) ანგარიშზეა.